COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, საქართველოში ამ დროისთვის აცრილია ჯანდაცვის სფეროს 2719 წარმომადგენელი. ეს რაოდენობა ასახავს მდგომარეობას 17 მარტის 18:00 საათისთვის. ასაცრელად დარეგისტრირებულია 5350.
ამჟამად საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომლის პირველი პარტია - 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ექიმების და ექთნების რაოდენობა 52 000 იყო.