ბულგარეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ქვეყანაში 10 დღით კვლავ დაიხურება საბავშვო ბაღები, სკოლები, რესტორნები და სავაჭრო ცენტრები.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, კოსტადინ ანგელოვის, თანახმად, 22 მარტიდან არ იმუშავებენ თეატრები, კინოდარბაზები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, ღია სივრცეში აიკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.
ბულგარეთის ხელისუფლება და მისი მემარჯვენე-ცენტრისტი პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი, მკაცრი შეზღუდვებით ცდილობენ უსაფრთხოების ზომების დაცვას 4 აპრილს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ.
17 მარტს ბულგარეთში კორონავირუსის 4201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 290 000 ადამიანი, 11 000 პაციენტი გარდაიცვალა.
7-მილიონიანიან ბულგარეთში, ევროკავშირის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა ჯერჯერობით მხოლოდ 350 000-მა ადამიანმა ჩაიტარა.