Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავ ზღვაში ჩატარდა საქართველო-ნატოს წვრთნები


შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში დასრულდა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს წევრი ქვეყნების ხომალდების ერთობლივი წვრთნები.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტისას, ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდნენ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის „აილენდის“ კლასის ხომალდები: "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" და ნატოს მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები: "REGINA MARIA" (რუმინეთი), "KEMALREIS" (თურქეთი) და "SMELI" (ბულგარეთი).

წვრთნების მიზანი იყო საქართველოსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება. ნატოს გემები საქართველოს აკვატორიაში რეგულარულად შემოდიან შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

შსს-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის საქართველოში ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. შსს-ს თანახმად, ერთობლივი წვრთნები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

XS
SM
MD
LG