Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა დაგმო აშშ-ის აზიური წარმოშობის მოქალაქეთა მიმართ ძალადობის და სიძულვილის აქტები


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ატლანტაში
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ატლანტაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, დაგმეს ძალადობა და სიძულვილი რასობრივ ნიადაგზე აშშ-ის აზიური წარმოშობის მოქალაქეთა მიმართ. 19 მარტს ისინი ჩავიდნენ ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, სადაც ამ კვირაში რვა ადამიანი მოკლეს, მათ შორის ექვსი, აზიური წარმოშობისა.

ამ დრომდე პოლიციას არ გაუკეთებია დასკვნა, იყო თუ არა მასაჟის სალონების თანამშრომლების და სტუმრების დახოცვა რასობრივი სიძულვილით მოტივირებული.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ამერიკის ხმაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდასხმას მოჰყვა პანიკა აზიური წარმოშობის ამერიკელთა შორის, რომელთაგან ბევრი ბოლო ხანს სიძულვილის სამიზნე გახდა, სხვათა შორის, კორონავირუსის პანდემიის გამო.

ბაიდენი და ჰარისი ერთად შეხვდნენ აზიური თემის წარმომადგენლებს. „სიძულვილს რასობრივ ნიადაგზე ამერიკაში ადგილი არ აქვს. ჩვენ ყველამ, ყველამ ერთად, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ მოვლენას“, თქვა ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG