ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი რუსი დიპლომატი გამოაცხადა პერსონა ნონ-გრატად და მოსთხოვა მათ ქვეყნის დატოვება 72 საათის განმავლობაში. პარალელურად 22 მარტს ბულგარეთის პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორი რუსი დიპლომატი ეწეოდა დიპლომატიურ სამსახურთან შეუთავსებელ სადაზვერვო საქმიანობას.
გასული კვირის ბოლოს ბულგარეთმა განაცხადა, რომ დააკავა და ბრალი წაუყენა ექვს ადამიანს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.
გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, სიიკა მილევამ, 19 მარტს განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები შედიოდნენ ჯაშუშთა ჯგუფში, რომელსაც "თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი" ხელმძღვანელობდა.
რუსეთის საელჩომ სოფიაში დიპლომატთა გაძევების გადაწყვეტილებას უწოდა ბულგარეთის ხელისუფლების მორიგი „უსაფუძვლო დემარში“, რომელიც ხელს არ შეუწყობს „ბულგარეთ-რუსეთს შორის კონსტრუქციული დიალოგის შემდგომ განვითარებას“.
ბულგარეთი ჯაშუშობაში ბრალდებულ ორი რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი