Accessibility links

logo-print logo-print

"ქართული ოცნების" მხარდაჭერა შემცირდა, ენმ-ის გაიზარდა - NDI-ის თებერვლის მონაცემები


"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, რომელიც 17-24 თებერვალს სატელეფონო გამოკითხვით ჩატარდა, ჩანს, რომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა შემცირდა, "ნაციონალური მოძრაობისა" კი გაიზარდა. მონაცემები მედიისთვის ხელმისაწვდომი დღეს გახდა.

თუკი 2020 წლის დეკემბერში "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 31 პროცენტი იყო, 2021 თებერვალში 23 პროცენტამდე (მეოთხედით) შემცირდა. ამავე პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა 5 პროცენტიდან 7 პროცენტამდე (1,4-ჯერ) გაიზარდა.

სხვა პარტიებიდან ყველას, ჯამში, 7-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ, 62 პროცენტი კი აცხადებს, რომ არცერთი პარტიის მხარდამჭერი არ არის.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და საველე სამუშაოები CRRC-იმ შეასრულა. დასრულებული ინტერვიუების რაოდენობა 2024-ია, ცდომილება 1,4 პროცენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG