Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს ულოცავს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას 


დენის შმიგალი
დენის შმიგალი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ​ირაკლი ღარიბაშვილს მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ოფიციალურ მისალოც წერილში შმიგალი წერს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შესახებ.

„მჯერა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება ქართველი და უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ, ხოლო ორივე ქვეყნის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენი სახელმწიფოების წინ წაწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერს შმიგალი.

უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი ღარიბაშვილთან პირადად შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ჩატარება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს. მოხარული ვიქნები, უახლოეს მომავალში პირადად შეგხვდეთ, რაც საშუალებას მოგვცემს დეტალურად განვიხილოთ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების აქტუალური საკითხების სრული სპექტრი. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, გისურვებთ წარმატებებს სახელმწიფო საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია მილოცვაში.

XS
SM
MD
LG