Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან ტაქსით 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა შეიძლება


ტაქსითი მგზავრობის დროს 2 კაცით გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა. დადგენილება მთავრობამ დღეს მიიღო და ეს ნაწილი დღეიდანვე ამოქმედდა.

ახლა ტაქსით გადაადგილებასთან დაკავშირებით დადგენილებაში ასეთი ჩანაწერი არსებობს:

"ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით".

ტაქსითი 2 მგზავრზე მეტის გადაყვანაზე შეზღუდვა თითქმის 1 წელია მოქმედებს. წესის დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარი იყო.

XS
SM
MD
LG