Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადიდებულმა ენგურმა ანაკლიაში დატბორა ეზოები და თხილნარი


ანაკლია
ანაკლია

ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და ანაკლიაში ათამდე ოჯახის ეზოები და თხილნარი დატბორა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზუგდიდის საკრებულოში ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დათა შელია აცხადებს, რომ დაიტბორა რამდენიმე სახლის პირველ სართულიც. როგორც შელია ამბობს, დროთა განმავლობაში მდინარე ენგურმა კალაპოტი შეიცვალა, რაც წვიმების დროს წყლის გადმოსვლას იწვევს. მაჟორიტარი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარება ნაპირსამაგრი ჯებირები მოწყობით არის შესაძლებელი.

„დატბოროლია დაახლოებით ათამდე ოჯახის ძირითადად ეზოები და თხილნარები. პრობლემა კი არის ის, რომ ენგურმა დროთა განმავლობაში შეიცვალა კალაპოტი და ის უნდა დაუბრუნდეს ძველ კალაპოტს. ეს არის მოგვარებადი პრობლემა და რაც უფრო სწრაფად მოაგვარებს მას ადგილობრივი ხელისუფლება, უკეთესია“, - განაცხადა დათა შენგელიამ. მისი ინფორმაციით, ანაკლიაში „მომავლის ბანაკის“ ტერიტორიაზე განთავსებულია ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის საჭირო მასალა, ქვები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დროულად შეძლო სპეციალური ტექნიკის მობილიზება და ამჟამად კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.

ადმინისტრაციის ცნობით, არსებულ ვითარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა ფარულავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.

XS
SM
MD
LG