Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირჯინია აშშ-ის 23-ე შტატია, რომელშიც სიკვდილით დასჯა გაუქმდა


ვირჯინია აშშ-ის 23-ე შტატია, რომელშიც სიკვდილით დასჯა გაუქმდა. აქამდე ვირჯინია აშშ-ში სასიკვდილო განაჩენის აღსრულების რაოდენობით მეორე ადგილზე იყო ტეხასის შემდეგ.

გუბერნატორმა რალფ ნორთჰემმა 24 მარტს მოაწერა ხელი კანონმდებლობას მას შემდეგ, რაც მან მოინახულა სასიკვდილო განაჩენის აღსრულების საკანი გრინსვილის გამოსასწორებელ ცენტრში. ამ ცენტრში 102 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით 1990-იანი წლების დამდეგიდან მოკიდებული, როცა სიკვდილით დასჯის პროცედურა იქ გადაიტანეს ვირჯინიის შტატის პენიტენციური ცენტრიდან.

სიკვდილით დასჯის ოპონენტები აცხადებენ, რომ მას არაპროპორციულად გამოიყენებენ ფერადკანიანების, ფსიქიკურად დაავადებულებისა და ღატაკების წინააღმდეგ.

რესპუბლიკელები ითხოვდნენ, რომ სიკვდილით დასჯა დარჩენილიყო განსაკუთრებით საშინელი დანაშაულებებისთვის, რათა მსხვერპლთა და მათი ოჯახებისთვის სამართალი აღსრულებულიყო.

ნორთჰემის თქმით, 1973 წლიდან 170-ზე მეტ ადამიანს გაუუქმეს სასიკვდილო განაჩენი მას შემდეგ, რაც მათი უდანაშაულობა დადგინდა.

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამარლომ 1976 წელს სასჯელის უმაღლეს ზომად კვლავ შემოიღო სიკვდილი, ვირჯინიაში ეს ზომა 113 ადამიანის მიმართ გამოიყენეს.

ამჟამად ვირჯინიაში მხოლოდ ორი ადამიანია სიკვდილმისჯილი. მათ სასჯელი სამუდამო პატიმრობად შეეცვლებათ შეწყალების უფლების გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG