Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმე: აგარაკზე ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, მცხეთის აგარაკზე ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებული სამი პირის, ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. მათ ამნისტია შეეხოთ.

გადაწყვეტილება მოსამართლემ 26 მარტს მიიღო, დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის სიტყვიერი თანხმობის შემდეგ. სამივე ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ამნისტიის კანონი“ 70-ზე მეტს მუხლს და დაახლოებით, 10 ათასზე მეტ პირს შეეხება. მათ, ვინც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაულები.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 22 ივნისს იპოვეს გარდაცვლილი მდინარე არაგვში, მცხეთაში, მას შემდეგ, რაც დაბადების დღის წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG