ვირჯინიის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა, რალფ ნორტემმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად შტატის ტერიტორიაზე გაუქმდა სიკვდილით დასჯა. რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ნორტემმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა, „მორალური თვალსაზრისით სწორი საქციელი“.
ამგვარად ვირჯინია გახდა აშშ-ის 23-ე შტატი ქვეყნის მასშტაბით, და პირველი - სამხრეთ შტატებს შორის, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა.
ვირჯინიის კოლონიად ჩამოყალიბების შემდეგ, 1600 წლიდან მოყოლებული იქ ჯამში 1400-ჯერ, ანუ ყველა სხვა შტატთან შედარებით უფრო მეტჯერ იქნა მოყვანილი სისრულეში სასიკვდილო განაჩენი.
ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა აშშ-ში უმაღლესი სასამართლოს მიერ 1972 წელს გაუქმდა. მაგრამ 1988 წელს ის ნაწილობრივად აღდგა.
აშშ ერთადერთი ქვეყანაა დასავლეთში, სადაც დღემდე გამოიყენება სიკვდილით დასჯა. სიკვდილით დასჯა გაუქმებულია ევროპის ყველა ქვეყანაში ბელარუსის გარდა. მხოლოდ 2020 წელს ბელარუსში სიკვდილით დასჯის განაჩენი სამ ადამიანს გამოუტანეს.
ამერიკის შტატ ვირჯინიაში გაუქმდა სიკვდილით დასჯა

ყველაზე პოპულარული
1