Accessibility links

site logo site logo

მაია გოთუა: „კლასიკური ალერგიის მქონე პირების აცრა დასაშვებია“


ალერგიული პაციენტების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი მაია გოთუა ამბობს, რომ კოვიდ-19 წინააღმდეგ აცრა არ შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ ვაქცინაციის წინადოზის მიმართ პაციენტს მწვავე ალერგიული რეაქცია განუვითარდა და ასევე, თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა ვაქცინაში შემავალი კომპონენტების: პოლიეთილენგლიკოლის ან პოლისორბატების მიმართ.

„ჩვეულებრივი, კლასიკური ალერგიის მქონე პირების აცრა დასაშვებია, თუ ალერგია კონტროლირებადია და პაციენტი ჯანმრთელია. მაგრამ თუ მათ ჰქონდათ რეაქცია მედიკამენტებზე, ან აქვთ აუხსნელი ალერგიული რეაქციები, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ასეთ შემთხვევაში პაციენტებს ვურჩევთ, თავიათ ექიმებთან გაიარონ კონსულტაცია“, - ამბობს მაია გოთუა.

საქართველოში გახანგძლივდა აცრილ პაციენტებზე დაკვირვების დრო. ვაქცინაციის შემდეგ ისინი 30-ის ნაცვლად უკვე 45 წუთი რჩებიან ადგილზე. ალერგიული რეაქცია 90% შემთხვევაში ვაქცინაციიდან 15 წუთში ვითარდება, თითქმის 10% - 30 წუთზე, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება, რომ ალერგიული რეაქცია მედიკამენტის გაკეთებიდან 45 წუთში განვითარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG