Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინაპირობებით არ უნდა დავხვდეთ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს - „რესპუბლიკელები“


„რესპუბლიკელები“ ფიქრობენ, რომ არასწორია ოპოზიციის მიერ საჯარო განცხადების გავრცელება, რომელშიც პარლამენტში შესვლის წინაპირობებზეა საუბარი.

„ამ განცხადებებში გამოკვეთილია წინაპირობები, რასაც არ ვეთანხმებით რესპუბლიკელები და ვთვლით, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს განხილული ყველა ვერსია და შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს და ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურ პირობებში ცხოვრება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

ხათუნა სამნიძე დამატებით განმარტავს, რომ ასეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს უშუალოდ მოლაპარაკების პროცესში. მისივე თქმით, ოპოზიციას ახალიც არაფერი უთქვამს, ამიტომ მორიგ ჯერზე საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება სწორი არაა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 27 მარტს გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტში შესვლაზე, აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, ხელისუფლებასთან შეთანხმების შემთხვევაში.

განცხადებას ხელს არ აწერენ „რესპუბლიკელები“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“.

XS
SM
MD
LG