Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის წერილი ძალიან ჰგავს გამყოფი ხაზების გავლებას - „სტრატეგია აღმაშენებელი“


„სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციური პარტიების გავრცელებულ წერილს მიიჩნევს „ტაქტიკურ შეცდომად“, თუმცა ბლოკი წერილის სულისკვეთებას იზიარებს.

„მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას“, - აცხადებს პარტია და ამატებს: „ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ერთმანეთისკენ და არა ხისტი და გამყოფი პოზიციებით ახალ-ახალი ბარიერები დავუწესოთ ერთმანეთს“.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 27 მარტს გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტში შესვლაზე, აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, ხელისუფლებასთან შეთანხმების შემთხვევაში.

განცხადებას ხელს არ აწერენ „რესპუბლიკელები“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG