Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 365  ახალი შემთხვევა გამოვლინდა


28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 365 ახალი შემთხვევაა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 934 ტესტი, გამოჯანმრთელდა 415 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 751 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 934 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 926 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 008 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 280 301-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.68 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 415 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 272 219-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა - 27, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 39, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 305, საიდანაც: 1 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 778, აჭარაში - 192, იმერეთში - 295. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 316 პირი, მათ შორის, თბილისში - 148, აჭარაში - 29, იმერეთში -71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 203 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 163 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG