Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა ბოჭორიშვილი: 2024 წელს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება


„უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი მიღწევაა“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების ოთხი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მონაპოვარს წინ უსწრებდა 2013 წელს ევროკავშირისგან მიღებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი და კომპლექსური რეფორმები.

„გზა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლამდე გადის ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეების უფლებების უკეთ დაცვისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებისთვის ჩვენი ხელისუფლების დაუღალავ შრომაზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უვიზო მიმოსვლამ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებს გაუხსნა და მათთვის ხელმისაწვდომი გახადა ახალი შესაძლებლობები: ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას, ბიზნესკავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებას.

„2024 წელს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს იმ სტრატეგიულ მიზანს, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია და რომელსაც ზურგს უმაგრებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნება და არჩევანი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG