Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ჩავიდა ვაქცინის პირველი პარტია


კოსოვომ მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია და გახდა ევროპის უკანასკნელი ქვეყანა, რომელშიც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

კოსოვოში 28 მარტს COVAX-ის პროგრამით ჩავიდა „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის 24,000 დოზა. ამავე პროგრამით ბალკანეთს ეს ქვეყანა საერთო ჯამში პრეპარატის 100,800 დოზას მიიღებს.

პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის თქმით, სამთავრობო უწყებები ვაქცინის ადმინისტრირებას დაუყოვნებლივ შეუდგებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველ რიგში აიცრება სამედიცინო პერსონალი.

კურტის განცხადებით, კოსოვო არ არის მდიდარი ქვეყანა და ვირუსთან ბრძოლაში მას საერთაშორისო მხარდაჭერა ესაჭიროება, განსაკუთრებით აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან.

COVAX-ის პროგრამის ძირითადი მხარდამჭერები ვაშინგტონი და ბრიუსელი არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG