Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველადი მოკვლევით, ექიმის გარდაცვალება აცრას არ უკავშირდება - ჯანდაცვის მინისტრი


სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს ექიმის გარდაცვალების შემთხვევას, რომელმაც ორი კვირის წინ გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინა.

„პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპისთვის დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

კლინიკა „მედკაპიტალის“ ოჯახის ექიმი ლალი ჯავახიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორი კვირის წინ აიცრა და გასული ორი კვირის განმავლობაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კლინიკის მენეჯერი ეუბნება.

„კორონავირუსის ვაქცინაციის შემდგომ გარდაიცვალა - რამდენად სწორი ინტერპრეტაციაა, ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ ამ ქალბატონს ორი კვირის წინ ჩაუტარდა ვაქცინაცია „ასტრაზენეკათი“. ქრონიკული თანმხლები დაავადებები ახასიათებდა. უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი რა არის, ვერ მოგახსენებთ“, - ამბობს ის.

ლალი ჯავახიშვილი ჩაფიძის სახელობის საავადმყოფოში 29 მარტს გადაიყვანეს სახლიდან. სამშაბათს, 30 მარტს ექიმი გარდაიცვალა.

განახლება: ჩაფიძის კლინიკაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ „მედკაპიტალის“ ოჯახის ექიმის, ლალი ჯავახიშვილის გარდაცვალების მიზეზი გულ-ფილტვის უკმარისობა გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG