Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ კოლონიაში შიმშილობის გამოცხადებამდე საგრძნობლად დაიკლო წონაში


ფოტო ინსტაგრამით 15 მარტს გამოქვეყნებული პოსტიდან. მასზე გამოსახულია ალექსეი ნავალნი დაუდგენელ ადგილას.
ფოტო ინსტაგრამით 15 მარტს გამოქვეყნებული პოსტიდან. მასზე გამოსახულია ალექსეი ნავალნი დაუდგენელ ადგილას.

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ, 12 მარტის შემდეგ კოლონიაში ყოფნის განმავლობაში რვა კილოგრამი დაიკლო. ამის თაობაზე გავრცელდა ცნობა ნავალნის ტელეგრამის არხზე. წონის დაკლებას ის იმით ხსნის, რომ ღამე ძილის საშუალებას არ აძლევენ. ნავალნის საქმეში წერია, რომ „მიდრეკილება აქვს გაქცევისკენ“ და ამიტომ, მას ყოველ ერთ საათში აღვიძებენ.

31 მარტს ნავალნიმ გამოაცხადა შიმშილობა მოთხოვნით, რომ დაუშვან მასთან მიწვეული ექიმი. პოლიტიკოსს ჩივილები აქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილების სახით და დაკარგული აქვს შეგრძნება ფეხში.

ცნობით, ნავალნის სამედიცინო წიგნში არ არის შეტანილი დიაგნოზი და ექიმის დასკვნა. სასჯელაღსრულების უწყების თანახმად, იგი სათანადო სამედიცინო დახმარებას იღებს.

ამ დროს კოლონიაში შეუშვეს სახელმწიფო ტელეარხის, RT-ის გადამღები ჯგუფი, მარინა ბუტინასთან ერთად, რომელსაც აშშ-ში განაჩენი უნებართვო ლობისტური საქმიანობისთვის გამოუტანეს. იტყობინებიან, რომ ბუტინა ხმამაღლა გაიძახოდა, ეს ყველაზე კარგი და მოსახერხებელი ციხეაო, შემდეგ კი კოლონიიის აქტივისტებთან გაემართა ინტერვიუს ჩასაწერად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG