ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან უსაფრთხოების ძალების ორი ოფიცერი დაშავდა მანქანის შეჯახების შედეგად - იუწყება პოლიცია. ინციდენტი მოხდა იმ ფონზე, როცა სამ თვეზე ნაკლები დროა გასული მას შემდეგ, რაც კონგრესში ულტრამემარჯვენეთა ბრბო შეიჭრა.
კაპიტოლიუმი ჩაკეტეს, არის ცნობები ინციდენტის დროს სროლის შესახებ.
"ეჭვმიტანილი დაკავებულია. ორი ოფიცერი დაჭრილი. სამივე საავადმყოფოშია გადაყვანილი" - წერს კაპიტოლიუმის პოლიცია ტვიტერზე.
ტელევიზიით ვრცელდება იმ ლურჯი ფერის სედანის ამსახველი კადრები, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, კონგრესისკენ მიმავალ ერთ-ერთ ქუჩაზე უსაფრთხოების ბარიერზე შეიჭრა.
მძღოლის ვინაობის ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის.