Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მანდატების გაუქმების მოთხოვნის საკითხს ისევ განიხილავს


"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ოპოზიცია კვლავ განიხილავს მანდატებზე უარის თქმის საკითხს. ამის შესახებ მან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მსჯელობს ორი მიმართულებით - ხელახლა დაწერონ განცხადებები საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე ან მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, განიხილოს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც მათ მსგავს მოთხოვნაზე ერთხელ უკვე უარი უთხრა.

"ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ჯერ არ დაგვისრულებია... ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, უბრალოდ დავიწყეთ მსჯელობა", - თქვა ჩიხლაძემ.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ამ დრომდე მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, რადგან მიაჩნია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. ამ არჩევნების შედეგად ოპოზიციამ 60 მანდატი მოიპოვა, მათგან პარლამენტში შევიდა 6 დეპუტატი ("მოქალაქეები" - 2; "პატრიოტთა ალიანსის" სიით - 4). პარლამენტში შესვლას განიხილავს "გირჩის" სამი დეპუტატიც. დანარჩენმა 51-მა დეპუტატმა მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს რამდენიმე თვის წინ მიმართა, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" მათი ეს სურვილი არ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG