Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა FBI-ის ძებნილთა სიაში შეიტანა რუსი მოქალაქე საავიაციო სამრეწველო საიდუმლოების სავარაუდო ქურდობის გამო


FBI-ს დირექტორი კრისტოფერ რეი სენატის კომიტეტში ჩვენების მიცემისას. 2021 წლის 2 მარტი
FBI-ს დირექტორი კრისტოფერ რეი სენატის კომიტეტში ჩვენების მიცემისას. 2021 წლის 2 მარტი

რუსეთის თავდაცვის მრეწველობის ხელმძღვანელი და სავარაუდოდ, დაზვერვის თანამშრომელი, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, FBI-მ, შენიტანა განსაკუთრებით ძებნილთა სიაში - შეერთებული შტატების საავიაციო კომპანიის კომერციული საიდუმლოებების მოპარვაში მისი სავარაუდო მონაწილეობის გამო.

2 აპრილს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტვიტერზე განაცხადა, რომ ლამობს 58 წლის ალექსანდრ კორშუნოვის დაპატიმრებას და აცხადებს, რომ ის ეჭვმიტანილია შეთქმულებაში, რომლის მიზანია კომპანიის კომერციული საიდუმლოებების მოპარვა რუსეთის სასარგებლოდ.

კორშუნოვი რუსულ სახელმწიფო საავიაციო კომპანია „ძრავების გაერთიანებულ კორპორაციაში" (UEC) საქმიანობდა და ამასთანავე, მუშაობდა როგორც დაზვერვის თანამშრომელი, განაცხადა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ.

UEC-მა კორშუნოვი 2009 წელს მარკეტინგისა გაყიდვების დირექტორად დანიშნა, განაცხადა შეერთებული შტატების სამართალდამცავმა სააგენტომ.

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანახმად, ამ სამუშაოს მეშვეობით, კორშუნოვმა მოიპოვა ამერიკული კომპანიის კონფიდენციალური ტექნიკური სქემები, გეგმები და პროცედურები "რუსეთის სასარგებლოდ".

შეერთებული შტატების მოთხოვნით, კორშუნოვი 2019 წელს დააპატიმრეს იტალიაში. თუმცა, მისმა ადვოკატმა TASS-ს განუცხადა, რომ 2020 წლის ზაფხულში იგი დაბრუნდა მოსკოვში "რუსი სამართალდამცავების თანხლებით პატიმრობაში მყოფი".

TASS-ის განცხადებით, კორშუნოვი იძებნებოდა რუსეთში გაფლანგვისა და თაღლითობის ბრალდებებით. იტალიის სასამართლო სისტემამ დააკმაყოფილა რუსეთის მხრიდან ექსტრადაციის მოთხოვნა მანამდე, სანამ შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა ექსტრადაცია, განაცხადა საინფორმაციო სააგენტომ.

XS
SM
MD
LG