Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ოპოზიციის ოფისებთან საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს


მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ბათუმში, ოპოზიციის ოფისებთან, საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს - ცოცხები დატოვეს და სტიკერები გააკრეს.

აქტივისტებმა ცოცხებით ხელში მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩიდან დაიწყეს. ამავე ქუჩაზე მდებარე პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ცოცხები დატოვეს და მსვლელობა განაგრძეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმართულებით. იქ მისულ აქციის მონაწილეებს ენმ-ის ოფისი დაკეტილი დახვდათ, თუმცა პარტიის რამდენიმე წევრი ადგილზე იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ განმუხტა.

„არა ნაცებს“ - ყვიროდნენ აქციის მონაწილე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ეს იყო პასუხი 3 მარტს ბათუმში "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციისა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები და „სირცხვილიას“ აქტივისტები ითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას. იმავე ღამით პოლიციამ სამი პირი დააკავა.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ დღეს გამართულ აქციაში ძირითადად ბათუმის მერიის ააიპ-ებში დასაქმებული პირები მონაწილეობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG