Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ჩემპიონატზე თოთხმეტი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა შემადგენლობა, რომელიც ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. 16-18 აპრილს, ლისაბონში გასამართ ევროპირველობაზე ქართული დელეგაცია თოთხმეტი სპორტსმენით გაემგზავრება. მამაკაცთა ნაკრები მონაწილე გუნდებისთვის დაწესებულ ქვოტას მაქსიმალურად გამოიყენებს და ევროკონკურენციაში ცხრა ძიუდოისტით ჩაებმება. ქალთა ნაკრების განაცხადში კი ხუთი სპორტსმენია.

ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ: თემურ ნოზაძე (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (ორივე 100 კგ), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +100 კგ), მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ორივე 52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG