Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ანქვაბი სოხუმში დაბრუნდა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი მოსკოვიდან სოხუმში დაბრუნდა. ანქვაბს კორონავირუსული ინფექცია 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა და ჯერ თვითიზოლაციაში, შემდეგ კი, გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებოდა. მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, 2021 წლის იანვრის დასაწყისში გადაიყვანეს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში.

სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს სოხუმში დაბრუნებული ალექსანდრ ანქვაბის მიმართვას, რომელშიც ნათქვამია, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა, თუმცა, გუდაუთის საავადმყოფოში გაწეული პირველადი დახმარების და მოსკოვში მკურნალობის ინტენსიური კურსის შედეგად, სირთულეები დაიძლია. ანქვაბი თანადგომისთვის მადლობას უხდის თანამოქალაქეებს და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაჟინებით მოუწოდებს პრევენციული ზომების ზედმიწევნით დაცვისკენ.

2020 წლის გაზაფხულიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 13 542 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 215 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG