Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკმა გააუქმა "ქართულ მარშთან" კავშირის მქონე ყალბი გვერდები


ფეისბუკის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელიდან წაშალა 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შექმნილი ყალბი ანგარიშები და გვერდები.

კომპანიის ინფორმაციით, მარტში გაუქმდა ფეისბუკის 23 ანგარიში, 24 გვერდი და 12 ჯგუფი და ინსტაგრამის 11 ანგარიში, რომელიც მიმართული იყო საქართველოს შიდა აუდიტორიაზე და კავშირი ჰქონდა პარტია „ქართულ მარშსა“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან.

ფეისბუკის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ეს ქსელი აღმოაჩინეს „ატლანტიკური საბჭოს“ ციფრული კვლევის ლაბორატორიის ანგარიშების შესწავლის საფუძველზე.

2020 წლის ნოემბერში ფეისბუკმა წაშალა პარტია "პატრიოტთა ალიანსთან" და მედიაორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ კავშირის მქონე ყალბი გვერდები და ანგარიშები.

XS
SM
MD
LG