ბუკინგემის სასახლის ცნობით, 9 აპრილს გარდაიცვალა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი პრინცი ფილიპე, რომელსაც წელს 10 ივნისს 100 წელი შეუსრულდებოდა.
პრინცმა ფილიპემ, საბერძნეთის მეფის გეორგ I-ის შვილიშვილმა, 1947 წლის 20 ნოემბერს იქორწინა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინცესა ელისაბედზე. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
ელისაბედი, რომელმაც მამამისი, ჯორჯ VI, შეცვალა ტახტზე, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდხანს არის ტახტზე დედოფალ ვიქტორიას შემდეგ, რომელმაც 63 წელს იმეფა.
ყველაზე პოპულარული
1