Accessibility links

site logo site logo

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონი გახდა ატაცში


ანასტასია გოტფრიდი

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვა. 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ანასტასია გოტფრიდმა პირველი მოძრაობა - ატაცი 111 კილოგრამით დაასრულა და ჩემპიონი გახდა. აკვრის წინ, გოტფრიდს უახლოეს მდევართან სამკილოგრამიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ... დარჩენილი სამი ცდიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა, როგორც აკვრაში, ისე ორჭიდის ჯამში.

დღესვე, კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორისაც გამოვლინდნენ, 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში. შეჯიბრებაში ირაკლი ჩხეიძე ჩაება და ატაცშიც, აკვრაშიც და ორჭიდშიც მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ევროპის ჩემპიონატი 11 აპრილს დასრულდება, მამაკაცთა მძიმე წონითი კატეგორიის (+109 კგ) ძალოსნების გამოსვლით და ტიტულისთვის ბრძოლაში ორი ქართველიც ჩაებმება - თანამედროვე მსოფლიო ძალოსნობის ლიდერი, ევროპისა და მსოფლიოს ოთხ-ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ირაკლი თურმანიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG