Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი გამოვიდა მოწოდებით, დასრულდეს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები


ვოლოდიმირ ზელენსკი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი
ვოლოდიმირ ზელენსკი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჟეპ ტაიპ ერდოანი გამოვიდა მოწოდებით, დასრულდეს აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ეს განცხადება მან 10 აპრილს გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.

შეხვედრა, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სტამბოლში შედგა ადრე დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, მაგრამ დაემთხვა კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ხანგრძლივი კონფლიქტთან დაკავშირებით.

ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოანმა ვითარებას „შემაშფოთებელი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდება დიალოგის მეშვეობით და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან შესაბამისობაში.

ზელენსკის თქმით, კიევსა და ანკარას საერთო პოზიცია აქვთ შავი ზღვის რეგიონში საფრთხეებისა და ამ საფრთხეებზე რეაგირების შესახებ.

უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება რუსეთის შეიარღებული ძალების გადაადგილება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებისკენ ან საზღვრების მახლობლად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რაც აჩენს შიშს, რომ მოსკოვი შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გასაგზავნად ემზადებოდეს.

კრემლი წინ აღუდგება დასავლეთის მოწოდებებს ჯარების უკან დაბრუნების თაობაზე და აცხადებს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამასთან, რუსეთი აღნიშნავს, რომ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ჯარების გადაადგილება მისი დამოუკიდებელი საშინაო საქმეა.

XS
SM
MD
LG