Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ასათიანი "TV პირველზე" გადავიდა


"რუსთავი 2"-დან რამდენიმე კვირის წინ წამოსული მაია ასათიანი გადაცემას "TV პირველზე" იწყებს. გადაცემას "ახალი პროფილი" ერქმევა.

„დღე მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია“, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ასათიანი "რუსთავი 2"-ის მაყურებელს.

მაია ასათიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" 25 მარტს დატოვა. არხის დირექტორი, პაატა სალია ამბობდა, რომ მენეჯმენტი არ ჩარეულა "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG