Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ იპოვა კახეთიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალი, რომელიც იძულებით ქორწინებას გაექცა


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან იძულებით ქორწინებას გაქცეული 18 წლის ახალგაზრდა ქალი პოლიციამ მარნეულში იპოვა. ქალის პოვნაზე ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ახლა მშობლები შვილთან კომუნიკაციას ცდილობენ.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეზობელ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდაზე იყო დანიშნული, სახლიდან ორი დღის წინ ფარულად წავიდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სხვა კაცზე დაქორწინდა.

მან სახლიდან წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა და მისწერა, რომ იმ კაცს ცოლად ვერ გაჰყვებოდა, რომელზეც დანიშნული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG