Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ნატოელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ავღანეთიდან ჯარების გაყვანას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატოს შტაბბინაში. ბრიუსელი, 2021 წ. 14 აპრილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატოს შტაბბინაში. ბრიუსელი, 2021 წ. 14 აპრილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დროა, აშშ-მა და ნატოელმა მოკავშირეებმა ჯარები გაიყვანონ ავღანეთიდან. ეს განცხადება მან გააკეთა მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს, განცხადება გააკეთოს ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის თაობაზე 11 სექტემბრისთვის, აშშ-ის ტერიტორიაზე „ალ-ყაიდის“ მიერ განხორციელებული ტერაქტების მე-20 წლისთავისთვის.

ვაშინგტონი ნატოსთან ითანამშრომლებს ჯარების „კოორდინირებულ“ გაყვანაზე, განაცხადა ბლინკენმა 14 აპრილს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციამდე.

ავღანეთში აშშ-ის ჯარების გარდა განლაგებულია ძირითადად ნატოს წევრი ქვეყნების, მაგრამ ასევე ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და საქართველოს ჯარები. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ავღანეთში მხოლოდ 2500-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, მოკავშირეები ჯერაც დამოკიდებული არიან აშშ-ის სამხედრო ავიაციაზე, დაგეგმვასა და მეთაურობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG