Accessibility links

site logo site logo

ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან - ინიციატივა პრემიერს ეკუთვნის


"აქციის მონაწილეებთან შესახვედრად იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე" - ეს განცხადება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე 19:00 საათზე გამოქვეყნდა, რის შემდეგაც "რიონის ხეობის მცველებს" დაურეკეს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა თხოვეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ ვართ 24 საათის განმავლობაში და არავისთან შეხვედრის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ სასურველი იყო ვებ-საიტიდან შემთხვევით არ გაგვეგო და დროულად დაგვირეკონ ხოლმე, მაგრამ ვინაიდან საპატრიარქოს მხრიდან გაკეთდა მოწოდება, რომ შედგეს დიალოგი, ეს მნიშვნელოვანი იყო, ვაპირებთ დავიძრათ ქუთაისში სამხარეოს შენობაში და შევხვდეთ მათ" - უთხრა ვარლამ გოლეთიანმა, ნამახვანჰესის პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გუმათში შეკრებილებს. მათი მოთხოვნაა, შეხვედრა იყოს საჯარო და თუ მედია მას არ დაესწრება, თავად "რიონის ხეობის მცველებს" მაინც მიეცეთ პირდაპირ ეთერში შეხვედრის გადმოცემის საშუალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG