Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ის პენიტენციურ დაწესებულებას თანხის ნახევრის, 1500 ლარის გადახდის შემთხვევაში დატოვებს.

ამით თბილისის საქალაქო სასამართლომ მუმლაძის აღკვეთის ღონისძიებაზე საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა. აქტივისტები გეგმავენ, რომ თანხა ხალხის დახმარებით შეაგროვონ.

გიორგი მუმლაძე სხვა 4 აქტივისტთან ერთად პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან 14 აპრილს დააკავეს, როცა ის გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდა. დავით კაპანაძე და სხვა აქტივისტები კი - ამავე დღის მეორე ნახევარში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც აპროტესტებდნენ იმას, რომ მუმლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულში დასდეს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აქტივისტებს პოლიცია, როგორც წესი, ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის გამო აკავებს ან აჯარიმებს.

მუმლაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG