Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტში მიესალმნენ საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ტვიტერზე წერს, რომ კეთილი ნების ეს ნიშანი მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების შესრულება. პრაისი ადასტურებს, რომ ისევ მზად არიან საქართველოს დასახმარებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმების მიზნების მიღწევა.

19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარების და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.

პარტიების ნაწილის ნაწილის მიერ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებს და დანარჩენ პარტიებს სთავაზობენ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG