Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის დედაქალაქში მკაცრი "ლოკდაუნია"


ინდოეთის დედაქალაქ დელიში მკაცრი "ლოკდაუნი" ამოქმედდა, იმ ფონზე, როცა 1,3 მილიარდი ადამიანისგან შემდგარი მოსახლეობის ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების ინტენსიფიკაციას ებრძვის. "დელის ჯანდაცვის სისტემა კრიტიკულ ზღვარზეა. COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია", - განაცხადა დელის მთავარმა მინისტრმა, არვინდ კეირივალმა 19 აპრილს და დასძინა: "ახლა თუ ლოკდაუნს არ ავამოქმედებთ, უფრო დიდი კატასტროფა გველის".

22 მილიონი მოსახლის ქალაქში "ლოკდაუნი" შაბათ-კვირას ამოქმედდა და შემდეგ ერთი კვირით გახანგრძლივდა, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან ასარიდებლად. აუცილებელი საქონლით მოვაჭრე მაღაზიების გარდა, ყველაფერი დახურულია. მოსახლეობას შეზღუდული აქვს სახლიდან გასვლის უფლება.

მაგრამ, წინა პერიოდებისგან განსხვავებით, ახლა ხალხს უფლება აქვს, მივიდეს აეროპორტებში ან რკინიგზის სადგურებზე. უწინდელი აკრძალვებით, მიგრანტ მუშებს თავიანთ სოფლებში ფეხით უწევდათ დაბრუნება.

XS
SM
MD
LG