Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ახალი ელჩი ბელარუსში დევნილობაში მყოფ სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვდა


ჯული ფიშერი და სვიატლანა ციხანოუსკაია
ჯული ფიშერი და სვიატლანა ციხანოუსკაია

აშშ-ის ახალი ელჩი ბელარუსში, ჯული ფიშერი, ვილნიუსში შეხვდა დევნილობაში მყოფ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ, პრეზიდენტობის ყოფილ კანიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას.

„დღევანდელი შეხვედრა მკაფიო სიგნალს უგზავნის ბელარუს ხალხს, რომ აშშ-ი მის გვერდით დგას. როგორც აშშ-ის ელჩისთვის ბელარუსში, ჩემს პრიორიტეტს წარმოადგენს ამ მხრადაჭერის განხორციელება“, - განაცხადა შეხვედრაზე ჯული ფიშერმა, რომელიც აშშ-ის პირველი ელჩია ბელარუსში 2008 წლის შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ ელოდება რწმუნებათა სიგელების გადაცემას მინსკში.

ამერიკის ახალი ელჩისა და სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვედრის ფონია, ალიაქსანდ ლუკაშენკასა და ვლადიმრი პუტინის მორიგი შეხვედრა მოსკოვში და 21 აპრილს, თავის ყოველწიური მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ ბელარუსში იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება და ამ ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობა.

ამით პუტინმა მხარი აუბა ბელარუსის ლიდერ ლუკაშენკას, რომელმაც 17 აპრილს განაცხადა, რომ მასზე და მის შვილებზე მზადდებოდა თავდასხმა, რომელშიც შემჩნეული არიან აშშ-ის სპეცსამსახურები.

ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდ ლუკაშენკა დღეს ჩავიდა მოსკოვში, სადაც უკვე დაიწყო მისი მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა ვლადიმირ პუტინთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG