საქართველოში გამოვლენილი კორონავრუსის 1271 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი თბილისიდანაა. ჩატარებულ ტესტირებასა და გამოვლენილ ინფიცირების მაჩვენებლებს შორის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,42 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- თბილისი - 781,
- აჭარა - 98,
- იმერეთი - 71,
- ქვემო ქართლი - 52,
- შიდა ქართლი - 53,
- გურია - 41,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91,
- კახეთი - 48,
- მცხეთა-მთიანეთი - 27,
- სამცხე-ჯავახეთი - 6,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 301 535 შემთხვევა. მათგან 284 286 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3992 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი