Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გამოცემა „მედუზა“ უცხოელი აგენტების სიაში შეიტანა


გამოცემა "მედუზის" ლოგო
გამოცემა "მედუზის" ლოგო

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. უცხოელი აგენტების სიაში შეიტანა ლატვიაში განთავსებული გამოცემა „მედუზა“. ამის თაობაზე სამინისტრო იტყობინება.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად“.

„მედუზა“ რუსულენოვანი გამოცემაა, რომელიც დააფუძნა Lenta.ru-ს ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, გალინა ტიმჩენკომ რედაქციის თანამშრომლებთან ერთად მისი განთავისუფლების და რედაქციის მასობრივი დატოვების შემდეგ. მედიაჯგუფ „როსბიზნესკონსალტინგის“ თანახმად, გამოცემის მფლობელმა, ალექსანდრ მამუტმა, როცა ტიმჩენკოსთან კონტაქტი გაწყვიტა, განუცხადა მას, რომ ის ძალიან კარგი მთავარი რედაქტორია, მაგრამ მის გადაყენებას ითხოვდნენ კრემლში. „მედუზამ“ მუშაობა დაიწყო 2014 წელს და 2020 წელს მეათე ადგილზე იყო ყველაზე უფრო ხშირად დამოწმებულ ინტერნეტრესურსებს შორის, ხოლო პირველი იყო სოციალურ ქსელებში ჰიპერბმულების მხრივ, იტყობინება The Bell-ი.

უცხოელი აგენტების სიაში გამოცემის მოხვედრა მას ავალდებულებს, მიუთითოს თავისი სტატუსი გამოქვეყნებულ მასალებში. მას ასევე ევალება, შექმნას იურიდიული პირი რუსეთში, რომელსაც ეკისრება წლიური ანგარიშვალდებულება საფინანსო აქტიურობის სფეროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG