Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა შეტევა წამოიწყო ჩრდილოეთ ერაყში


თურქეთმა ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქურთი გასამხედროებული პირების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყში და მათ წინააღმდეგ რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანა - იუწყებიან ოფიციალური პირები და ადგილობრივი მედია 24 აპრილს.

არმიამ აკრძალული, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ობიექტებზე დარტყმები განახორციელა მეზობელ ქალაქ ჰაკარიში, სამხედრო თვითმფრინავებით და საარტილერიო ცეცხლით, 23 აპრილს, გვიან ღამით - ამ ცნობას თურქეთის ტელევიზია ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეტაკებებს შეუერთდნენ საგანგებო დანაყოფები, შეიარაღებული დრონები და ვერტმფრენები.

სახელმწიფო სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის სიტყვებს, რომ შეტევის მიზანია "მკვლელების ჯგუფის განადგურება".

ერდოანი აცხადებს, რომ რამდენიმე ტერორისტი განადგურდა და დასძენს, რომ თურქეთი პატივს სცემს ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას.

ბაღდადს და ჩრდილოეთ ერაყის ქურთთა ავტონომიურ რეგიონს ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენიათ.

თურქეთი ჩრდილოეთ ერაყზე ხშირად ახორციელებს დარტყმებს, რომელიც, მისი თქმით, მიზანში იღებს PKK-ის. ამ გაერთიანებას აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG