Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში COVID-19-ის დღიური შემთხვევების ყველაზე მაღალი გლობალური მაჩვენებელი აღირიცხა


ინდოეთში კიდევ ერთი სარეკორდო მაჩვენებელი აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების გლობალური შემთხვევებისა, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საავადმყოფოებს აღარ ჰყოფნით საწოლები და ჟანგბადის მიწოდების მოწყობილობები.

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 346,786 ახალი შემთხვევა აღირიცხა 24 აპრილს, უკვე მესამე დღეს, რაც ვირუსის გავრცელება სარეკორდო რიცხვს აღწევს. საერთო ჯამში, 1,3 მილიარდი მოსახლის ქვეყანაში ვირუსით 16 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა. საერთო მაჩვენებლის თვალსაზრისით ინდოეთი მსოფლიოს მეორე ქვეყანა გახდა, აშშ-ის შემდეგ.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 24 აპრილს ასევე გამოაცხადა ბოლო 24 საათში 2,624 დაღუპულის შესახებ, რითაც სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ამ ქვეყანაში 189,000-ს გადააჭარბა. აშშ-ის, ბრაზილიისა და მექსიკის შემდეგ, ინდოეთი მეოთხე ქვეყანაა გარდაცვლილთა რაოდენობით.

შექმნილი ვითარების გამო, აშშ-მა მუშაობა დაიწყო ინდოეთის დასახმარებლად. პაკისტანის ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაცია, ფონდი Edhi, ასევე გამოდის დახმარების შეთავაზებით.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ირანმა, ინდოეთიდან და პაკისტანიდან ყველა ავიარეისი აკრძალა.

XS
SM
MD
LG