Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსზე მთავრობისა და პარლამენტის წევრების ვაქცინაცია იწყება


საქართველოში კორონავირუსზე პარლამენტის და მთავრობის წევრების ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ ცნობილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა.

"იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები", - აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მაღალჩინოსნები იმ ვაქცინით აიცრებიან, რაც იქნება იმ დროისთვის მათთვის ხელმისაწვდომი:

"დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ მოქალაქეებს ვთავაზობთ "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციას, რომელიც არის ხელმისაწვდომი 55 წელს ზემოთ პირებისთვის და "სინოფარმს", რომელიც ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში არის რეკომენდირებული. ამდენად, ეს იქნება დეპუტატი თუ სხვა ჯგუფის წარმომადგენელი, მიიღებს იმ შეთავაზებას, რაც არის პროგრამის ფარგლებში".

საქართველში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, აცრილია 38 553 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG