Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაჩნდა ფეისბუკში გიორგი გახარიას მხარდამჭერი გვერდების ქსელი - მითების დეტექტორი პროცესს აღწერს


18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი რამდენიმე ფეისბუკანგარიში (გახარიას პარტიის მხარდამჭერები, გახარია დაბრუნდეს), საჯარო ჯგუფები და გვერდები გაჩნდა. „მითების დეტექტორმა” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერად სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზნით შექმნილი 14 ფეისბუკგვერდი გამოავლინა, რომლებიც პირობითად ორ კატეგორიად დაყო.

  • 2021 წლის 18 თებერვლამდე შექმნილი გვერდები, რომლებმაც სახელი გახარიას გადადგომის შემდეგ შეიცვალა და ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი გახდა;
  • გვერდები, რომლებიც გახარიას გადადგომის შემდეგ, 18 თებერვლიდან შეიქმნა.

სახეცვლილ გვერდებს შორის არის წინა წლებში შექმნილი: “მტრედი”, “Ufalia Chemi cxovreba”, “მათემატიკა”, “გოდერძი ჩოხელი”, 18 თებერვლის შემდეგ შექმნილ გვერდებში კი გიორგი გახარიას სახელი და გვარი ფიგურირებს და მას, როგორც მესამე ძალას და ოპოზიციის ახალ ლიდერს, ისე ახასიათებს.

მითების დეტექტორის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღწერილია ის პროცესი, რომელიც გაიარა ცალკეულმა გვერდებმა, სანამ ყოფილი პრემიერის მხარდამჭერ პლატფორმებად იქცეოდა.

XS
SM
MD
LG