Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის თეატრში სპექტაკლების ჩვენება 14 მაისიდან აღდგება


გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი 4 მაისიდან რეპეტიციებს განაახლებს. გორის თეატრის დირექტორის გია წვერავას თქმით, სპექტაკლების ჩვენება 14 მაისიდან განახლდება.

„ჩვენთან თეატრში სამ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-ი, რის გამოც სპექტაკლები გადაიდო. რეპეტიციებს 4 მაისს განვაახლებთ და თუ ყველაფერი კარგად იქნება უქმეები, რომ გაივლის 14 მაისიდან სპექტაკლებიც დაინიშნება", - ამბობს გია წვერავა.

გორის თეატრის თანამშრომლებს COVID-ინფექცია დაუდასტურდათ, რის გამოც 21 აპრილიდან სპექტაკლების ჩვენება დროებით შეჩერდა.

XS
SM
MD
LG