Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სარჯველაძემ განმარტა რატომ არ ეთახმება ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვარიანტს


ბევრ საკითხთან დაკავშრებით საერთო ხედვის წერტილები გამოინახა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხელ სარჯველაძემ, ამნისტიის შესახებ კანონპროქტთან დაკავშირებით ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციის შემდეგ. თუმცა, მისი თქმით, არის საკითხები, რომელზეც განსხვაბებული პოზიციები რჩება.

„ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას იმ რაც არის განსაზვრული კონკრეტული ხელშეკრულებით, იმ ცნობილ მოვლენებთან დაკავშრებით ყველა სამართალდარღვების ამნისტირებით, ოღონდ ეს არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევებს, რომელიც არის მაგალითად ქალბატონი მაკო გომურის შემთხვევა. ეს იქნება გამონაკლისის სახით ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროეტში“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი სიტყვებით, განსხვავება რის გამოც ოპოზიცია უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროეტს არ დაეთანხმდა მდგომაროებს იმაში, რომ მათ დამატებითი შეზღუდვების ჩადება სურთ კანონპროეტში, რაც მომავალში სხვა კვალიფიკაციით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ამნისტიის გავრცლებას გამორიცხავს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ამასთან დაკავშრებით კიდევ გაგრძელდება მსჯელობა, როდესაც ინიცირებული იქნება კანონპროექტი, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ოპოზიციის წარმომადგენლოები ჩვენს მოსაზრებეზე დავითანხმოთ, ყოველ შემთხევეაში დისკუსია გაგრძელდება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი განმარტებით, არ არის სწორი, ამნისტიის კანონპროექტში ჩაიწეროს, მხოლოდ ის მუხლები, რომელთა საფუძველზეც აღზღულია სისხლის სამართლის საქმები და მიმდინარეობს გამოძიება, რასაც მისი თქმით, ოპოზიცია მოითხოვს.

„ფორმულირება იქნება ასეთი, დაახლოებით, რომ 19-21 ივნისს მოვლენეთან დაკავრებით ჩადენილი ყველა დანაშაული ექვემდებარეა ამნისტრირებას და თავისუფლდება შესაბამისად დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობსგან და სასჯელისგან, იქვე იქნება დათქმა, რომ ეს არ ვრცელდება, იქნება კონკრეტული მუხლზე მითითება, რომელიც გამორიცხავს, ამ შემთხვევაში იმ დრამატული შემთხვევის ირგვლივ ამნისტის გავრცელების შესაძლებლობას, ეს გახლავთ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და ეს არის შემთხვევა, რომელიც მაკო გომურის შემთხევვას ესადაგება, 117-ე მუხლი“,- განცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტში უშედეგოდ დასრულდა 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანოპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები. როგორც ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განუმარტა ჟურნალისტებს, ერთიან კანონპროეტზე შეუჯერებლობის გამო, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთისგან დამოუკიდებელ 2 კანონპროექტს წარადგენენ. ოპოზიცია თავის კანონპროექტს ხვალ, 28 აპრილს დაარეგისტრირებს.

ოპოზიციის მოთხოვნით, ამნისტირებული უნდა იქნას ის მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთის მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილე პირთა მიმართ და მეორეს მხრივ, იმ პოლიციელთა მიმართაც რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. მხარეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ ამნისტიისას დაზარალებულთა თანხმობის მექანიზმთან დაკავშირებითაც.

პარლამენტში 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ამნისტიის პროექტზე მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა 27 აპრილს დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტის შექმნას ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს.

ამნისტიის საკითხზე არსებული განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG