Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორემ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა


კახა კუჭავა, ილია მეორე.
კახა კუჭავა, ილია მეორე.

საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე კახა კუჭავა პირველივე სამუშაო დღეს შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მან კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა, წარმატებები უსურვა და დალოცა.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავამ არჩილ თალაკვაძე შეცვალა.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან 24 აპრილს გადადგა. „ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში“, - განაცხადა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG