Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა "კომენდანტის საათი" გაუქმდეს


მათთვის, ვინც კორონავირუსზე ვაქცინის სრულ კურსს ჩაიტარებს, შესაძლოა "კომენდანტის საათი" გაუქმდეს და სხვადასხვა სახის შეღავათები დაწესდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი აპირებს, შესაბამისი ინიციატივით შევიდეს საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შეზღუდვების პირობებში შეღავათები ჰქონდეთ. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, მათ შორის, "კომენდანტის საათის" დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს დოკუმენტის მიცემა, კიდევ სხვა ინიციატივებზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებთ. [გვინდა], რომ ამ ადამიანებს ჰქონდეს უფრო მეტი [უფლება] და საერთოდ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იყვნენ აცრილი", - თქვა მან.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინის ორჯერადი დოზა 4397-მა დამიანმა გაიკეთა. ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, გუშინ, 27 აპრილს კი სარეგისტრაციო ბაზა 18 წელს გადაცილებული ყველა პირისთვის გაიხსნა.

ქვეყანაში "კომენდანტის საათი" 28 ნოემბრიდან მოქმედებს. 5 თვის თავზე ჯერ კიდევ უცნობია, როდის მოიხსნება ეს შეზღუდვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG