Accessibility links

site logo site logo

რუსეთი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დიპლომატებს აძევებს


რუსეთი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დიპლომატებს აძევებს პასუხად ამ ქვეყნების მიერ რუსეთის საელჩოების თანამშრომელთა გაძევებაზე. ამის შესახებ ტასი იტყობინება.

ლიეტუვის საელჩოდან გააძევებენ ორ დიპლომატს, ლატვიისა და ესტონეთის საელჩოებიდან - თითოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს კეთდება საპასუხო ნაბიჯის სახით. დიპლომატებმა ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთისა და ბალტიის სამი სახელმწიფოს ელჩები ისე გააძევა, რომ მიზეზი არ დაუსახელებია.

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 22 აპრილს შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების სწრაფად მზარდ სიას, რომლებიც რუსეთის დიპლომატების გაძევებას ითხოვენ სავარაუდო ჯაშუშობისთვის.

სლოვაკეთის, პოლონეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა 26 აპრილს განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ჩეხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის დიპლომატების გაძევებას, მას შემდეგ, რაც პრაღამ განაცხადა, რომ რუსეთის ორი ჯაშუში ეჭვმიტანილია, რომ ისინი დგანან 2014 წელს ჩეხეთის იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების უკან, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG