Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს


საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერ გაემგზავრება. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონს კორონავირუსი დაუდასტურდა და გამოირიცხა მისი გამგზავრება ოლიმპიადის სალიცენზიო ბოლო ტურნირზე, რომელიც 6-9 მაისს უნდა გაიმართოს, სოფიაში.

„ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია“ - დაწერა ხინჩეგაშვილმა სოციალურ ქსელში.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ექვსი წონითი კატეგორიიდან სამში აქვს მოპოვებული ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია. სოფიაში, სალიცენზიო ბრძოლაში უნდა ჩაბმულიყვნენ ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ), მაგრამ საბოლოო განაცხადში ამ სამეულიდან მხოლოდ ამინაშვილი იქნება. ხინჩეგაშვილამდე კორონავირუსი ბუჯიაშვილს დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG